პასუხისმგებლობის მოდელი
პასუხისმგებლობა აჯაილ აზროვნებისა და სქრამ კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ყველა საუბრობს პასუხისმგებლობაზე, თუმცა ცოტა თუ იღებს სრულ პასუხისმგებლობას ყველა სიტუაციაში. კრისტოფერ ევერიმ შექმნა პასუხისმგებლობის მოდელი, რომელიც განმარტავს, თუ როგორ მუშაობს პასუხისმგებლობა. ევოლუციის განმავლობაში ადამიანების ტვინი ვარჯიშობდა გადაწყვეტილების სწრაფ მიღებაზე. როდესაც პრობლემა ჩნდება, ტვინი გვთავაზობს მისი მოგვარების ვარიანტებს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ მანქანის გაჩერებას ცდილობთ მიწისქვეშა ავტოფარეხში და შემთხვევით გაუსვით გვერდზე მყოფ მანქანას. უარყოფა პირველი გამოსავალი, რასაც ტვინი შემოგთავაზებთ არის უარყოფა. “ ასეთი რამ არ მომხდარა, ნაკაწრიც კი არ აქვს. ეს ხმაც ქვიშის ხრაშუნი იყო”. სქრამ გუნდის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თავის მოჩვენება, ვითომ კოდი მუშაობს, მაშინაც კი თუ ის ავარიულად მუშაობს. გადაბრალება მიუხედავად იმისა, რომ უარყოფას არ ეთანხმებით, თქვენი ტვინი უმოკლეს დროში შემოგთავაზებთ გადაბრალების შესაძლო ვარიანტებს. “მისი ბრალია. კარგად რომ დაეყენებინა მანქანა ა...