სპრინტის რეტროსპექტივა
სპრინტის ბოლო ღონისძიება გახლავთ სპრინტის რეტროსპექტივა. ამ ღონისძიების მიზანია გუნდის ეფექტურობის გზების ძიება და იმის შეთანხმება, თუ როგორ მუშაობს გუნდი. სხვა ღონისძიებებისაგან განსხვავებით, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდება პროდუქტის შემოწმებასა და ადაპტირებაზე, რეტროსპექტივა მთლიანად ეთმობა სქრამ გუნდის მუშაობის შემოწმებასა და მორგებას უკეთესი შედეგის მისაღებად.
სპრინტის რეტროსპექტივა არის ღონისძიება მთელი სქრამ გუნდისთვის, რათა განიხილონ რა წარიმართა კარგად და რა პრობლემები შეიქმნა სპრინტის განმავლობაში. როგორ მოგვარდა ან არ მოგვარდა ეს პრობლემები.
ამ შეხვედრაზე გუნდი განიხილავს შემდეგ საკითხებს:
რამდენად კარგად ხდება გუნდის წევრებს შორის კომუნიკაცია;
ნებისმიერი დაბრკოლება, რომელიც მათ შეექმნათ;
რამდენად ეფექტურად მოხდა დაბრკოლების გადალახვა;
განმარტება “მზადაა” კვლავ რელევანტურია, თუ საჭიროებს განახლებას;
შესაძლებელია თუ არა გუნდის მუშაობის რაიმე სახით გაუმჯობესება მომდევნო სპრინტისთვის.
ღონისძიება | ინსპექტირება | ადაპტაცია | მონაწილეები | დრო |
|---|---|---|---|---|
სპრინტის რეტროსპექტივა | სპრინტი, | პრაქტიკული გაუმჯობესებები, | სქრამ გუნდი | 3 საათი 1 თვიანი სპრინტისთვის |
ამ ღონისძიებას ხშირად სქრამ მასტერი ატარებს, თუმცა ეს აუცილებლობას არ წარმოადგენს. იმისათვის, რომ გუნდის ყველა წევრი ჩართული იყოს სპრინტის რეტროსპექტივაში, კარგი აზრია თუ მორიგეობით გაუძღვებიან ამ ღონისძიებას.
Comments
Post a Comment