სპრინტი

 სხვა სქრამ ღონისძიებებისაგან განსხვავებით, სპრინტი არ არის შეხვედრა. ეს არის კონტეინერი ყველა იმ სამუშაოსთვის, რომელსაც სქრამ გუნდი ასრულებს სპრინტის მიზნის მისაღწევად. ყოველდღიური სქრამი, სპრინტის დაგეგმვა, სპრინტის მიმოხილვა და სპრინტის რეტროსპექტივა ყველაფერი მოთავსებულია სპრინტში, ისევე როგორც, პროდუქტის ბექლოგის დახვეწა (PBR = Product Backlog Refinement).

სპრინტის გარეთ სქრამში არანაირი სამუშაო არ ხდება და არ არსებობს თავისუფალი ადგილები სპრინტებს შორის. როგორც კი სრულდება ერთი მაშინვე იწყება მეორე. თითოეული სპრინტი იწყება სპრინტის დაგეგმვის შეხვედრით და სრულდება შესრულებული სამუშაოს განხილვითა (სპრინტის მიმოხილვა) და იმის მიმოხილვით, თუ როგორ წარიმართა სპრინტი (სპრინტის რეტროსპექტივა). სპრინტის განმავლობაში დეველოპერები ხვდებიან ყოველდღიურად (ყოველდღიური სქრამი), რათა განიხილონ გუნდის პროგრესი სპრინტის მიზნის მიმართ.

სპრინტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 თვეს, რათა მივიღოთ სწრაფი უკუკავშირი.




Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი