გუნდი
სქრამში ერთ-ერთი საკვანძო ფრაზაა თვითორგანიზებადი გუნდი. ყველა ამაზე საუბრობს, თუმცა ამის გაგება და მითუმეტეს შესრულება ძალიან რთულია.
თვითორგანიზებადი გუნდი არის ადამიანების ერთობა, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვიტონ თუ როგორ დაგეგმონ თავიანთი ყოველდღიური სამუშაო. სქრამში ისინი შეზღუდულები არიან, რაც გულისხმობს იმას, რომ ისინი ფოკუსირებულები არიან როგორ მიაღწიონ სპრინტის მიზანსა და ბექლოგს შეთანხმებული ხარისხით, რომელიც განსაზღვრულია DoD-ში(განმარტება მზადაა). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გუნდს უნდა შეეძლოს თავად გადაწყვიტოს ვინ რომელ დავალებაზე მუშაობს და როგორ შეუძლიათ გუნდის წევრებს დაეხმარონ ერთმანეთს, როდესაც მათ რაიმეს სწავლა სჭირდებათ და ასევე თავად დაადგინონ დღის პრიორიტეტები გარე პირების ჩარევის გარეშე.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ თვითორგანიზებულობა გუნდს აძლევს ულიმიტო ძალაუფლებას, თუმცა ეს ასე არაა. ყველა თვითორგანიზებადი გუნდი თვითორგანიზებადია გარკვეული ჩარჩოების შიგნით. სქრამის შემთხვევაში ეს ჩარჩოებია სპრინტის მიზანი, ბექლოგი და ინკრემენტი, რომელიც სპრინტის ბოლოს უნდა ჩაბარდეს.
თუ გუნდის რომელიმე წევრი უკმაყოფილოა რაიმეთი, გუნდმა უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და შედეგად შეცვალონ მათი მუშაობის გზა და დაეხმარონ ერთმანეთს. ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდისათვის არის თითოეული ადამიანის აზროვნება. კარგ გუნდს “მე”-ს ნაცვლად აქვს “ჩვენ” დამოკიდებულება: “როგორ შემიძლია დავეხმარო გუნდს პრობლემის მოგვარებაში. რა შემიძლია გავაკეთო სხვებისთვის?” ნაცვლად “მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. ეს არ არის ჩემი პრობლემა”.
თვითორგანიზებადი გუნდი არის ცოცხალი ორგანიზმი და გუნდის თითოეული წევრი ახდენს მის სიძლიერეზე ან სისუსტეზე გავლენას.
სქრამ მასტერის პასუხისმგებლობაა გუნდური ქცევის მხარდაჭერა, ნაცვლად ინდივიდუალურისა. სქრამ მასტერმა უნდა შექმნას გუნდი ინდივიდებისაგან და შეახსენოს მათ, რომ გუნდი არის ერთი მთლიანი ორგანიზმი და უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ინდივიდები. მან ყოველთვის უნდა წაახალისოს გუნდის წევრები სხვების დასახმარებლად.
კარგი გუნდი
გიორგი გაბრაზებულია იმის გამო, რომ ერთი და იგივე პრობლემა ხშირად ხვდება და საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ გუნდს გაუზიაროს, “ისევ ვერ ვიღებ სისტემიდან ვერანაირ მონაცემს. გაქვთ რაიმე იდეა როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა?”
გუნდის წევრების რეაქციები:
Git-ზე შემიძლია შევხედო ვინმემ რამე თუ შეცვალა;
ჩემი კომპიუტერიდან შევამოწმებ, ჩემთანაც თუ ხდება იგივე პრობლემა და ერთად მოვიკვლიოთ;
ხშირად გვაწუხებს ეს პრობლემა, ვფიქრობ ავტომატიზაციის ტესტები შეიძლება დაგვეხმაროს პრობლემის ადრეულ იდენტიფიკაციაში;
მართალია, დაგეხმარები ტესტების დაწერაში.
შეჯამება: გუნდის წევრებმა იმსჯელეს და განიხილეს პრობლემის გადაჭრის გზები. ისინი მხოლოდ რჩევებით არ შემოიფარგლნენ, არამედ მზად არიან რომ შრომა ჩადონ პრობლემის მოგვარებაში. ისინი პრობლემას უყურებენ გუნდის პერსპექტივიდან და განიხილავენ იდეებს, რაც მათ გუნდს დაეხმარება.
Comments
Post a Comment