სქრამის ღონისძიებები

სქრამის ღონისძიებები წარმოადგენს სქრამის ჩარჩოს მთავარ ელემენტებს. ისინი საშუალებას გვაძლევენ რეგულარულად შესრულდეს სქრამის საფუძვლები: ინსპექტირება, ადაპტაცია და გამჭვირვალობა. გარდა ამისა, ისინი ეხმარებიან გუნდებს სპრინტისა და პროდუქტის მიზნების შესაბამისობაში მოყვანაში, დეველოპერების პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში, დაბრკოლებების აღმოფხვრასა და ზედმეტი შეხვედრების თავიდან აცილებაში.

არსებობს ხუთი სქრამ ღონისძიება: სპრინტი, სპრინტის დაგეგმვა, ყოველდღიური სქრამი, სპრინტის მიმოხილვა და სპრინტის რეტროსპექტივა. თითოეულს აქვს თავისი დანიშნულება, დროის შეზღუდვა და მონაწილეები.

დანიშნულება

თითოეული ღონისძიების დანიშნულება რეალურად საკმაოდ მარტივია:

  • სპრინტი - სქრამში ყველა სამუშაო სრულდება მოკლე პროექტების სერიაში, რომელსაც სპრინტი ეწოდება. ეს იძლევა სწრაფი უკუკავშირის მიღების საშუალებას.

  • სპრინტის დაგეგმვა - სპრინტი იწყება სპრინტის დაგეგმვის ღონისძიებით, სადაც დეველოპერები გეგმავენ სპრინტში შესასრულებელ სამუშაოს. ეს გეგმა ქმნის საერთო წარმოდგენასა და შეთანხმებულ სამოქმედო გეგმას გუნდის შიგნით.

  • ყოველდღიური სქრამი - დეველოპერები ხვდებიან ყოველდღე, რათა შეამოწმონ პროგრესი სპრინტის მიზანთან მიმართებაში, განიხილონ ნებისმიერი გამოწვევა, რომელიც მათ შეექმნათ და საჭიროებისამებრ შეცვალონ სამოქმედო გეგმა მომდევნო დღისთვის.

  • სპრინტის მიმოხილვა - სპრინტის ბოლოს, სქრამ გუნდი ხვდება დაინტერესებულ მხარეებს, რათა წარუდგინონ შესრულებული სამუშაო და მიიღონ უკუკავშირი.

  • სპრინტის რეტროსპექტივა - საბოლოოდ, სქრამ გუნდი იკრიბება, რათა განიხილონ, თუ როგორ წარიმართა სპრინტი და არის თუ არა რაღაცები, რისი სხვაგვარად გაკეთებაც შესაძლებელია, რათა გააუმჯობესონ პროცესი მომდევნო სპრინტში.

დროის შეზღუდვები

დისციპლინისა და ფოკუსის შესაქმნელად, სქრამის თითოეულ ღონისძიებას აქვს წინასწარ განსაზღვრული დროის შეზღუდვა:

  • სპრინტის ხანგრძლივობა განისაზღვრება მაქსიმუმ ერთი თვით. თუმცა, როგორც წესი, მათი ხანგრძლივობაა ორი კვირა.

  • სპრინტის დაგეგმვა, სპრინტის მიმოხილვა და სპრინტის რეტროსპექტივა არის შესაბამისად 8 საათი, 4 საათი და 3 საათი ერთ თვიანი სპრინტისათვის. როგორც წესი, გუნდი ამცირებს ამ დროებს, როდესაც მათი სპრინტის ხანგრძლივობა ერთ თვეზე ნაკლებია.

  • ყოველდღიური სქრამი გრძელდება მაქსიმუმ 15 წუთს სპრინტის ხანგრძლივობის მიუხედავად.

ეს დროის ჩარჩოები იძლევა პროდუქტიულ შეხვედრებს, რომლებიც ხელს უწყობენ შესაბამის დისკუსიებს, ხოლო თემიდან გადასული საუბრები არ არის წახალისებული. თუ გუნდი მიაღწევს მიზანს მაქსიმალური დროის ამოწურვამდე, მათ უბრალოდ შეუძლიათ დაასრულონ შეხვედრა.

როდესაც გუნდები ვერ ახერხებენ ღონისძიების მიზნის მიღწევას მოცემულ დროში, ისინი უნდა დაფიქრდნენ როგორ შეუძლიათ გააუმჯობესონ ამ ღონისძიებების ჩატარება.

დროში შეზღუდული ღონისძიების ჩატარება არის დისციპლინა, რომელიც საშუალებას აძლევს გუნდს ნაკლები დრო დახარჯოს შეხვედრებში, რაც ათავისუფლებს მათ დროს სხვა სამუშაოს შესასრულებლად.

მონაწილეები

თითოეული ღონისძიება ითხოვს სქრამ გუნდიდან მონაწილეებს. არ არის აუცილებელი გუნდის ყველა წევრის დასწრება ყველა შეხვედრაზე, ხოლო კონკრეტულად სპრინტის მიმოხილვისათვის აუცილებელია, რომ მოვიწვიოთ დაინტერესებული მხარეები სქრამ გუნდის გარეთ, რათა მივიღოთ რჩევები და უკუკავშირი. თითოეულ ღონისძიებაზე მონაწილეების სწორად შერჩევა უზრუნველყოფს შეხვედრების ფოკუსირებას მათ მიზანზე.

მოკლედ სქრამ ღონისძიებებზე

ქვემოთ მოცემულია სქრამ ღონისძიებების მოკლე შეჯამება. სპრინტი არის კონტეინერი სქრამის ყველა სხვა ღონისძიებისა და მისი ხანგრძლივობაა მაქსიმუმ ერთი თვე ან ნაკლები.


ღონისძიება

შემოწმება

ადაპტაცია

მონაწილეები

დრო (ერთ თვიანი სპრინტისთვის)

სპრინტის დაგეგმვა

  • პროდუქტის ბექლოგი

  • პროდუქტის მიზანი

  • განმარტება “მზადაა”

  • სპრინტის ბექლოგი

  • სპრინტის მიზანი

სქრამ გუნდი

8 საათი

ყოველდღიური სქრამი

  • სპრინტის მიზნისკენ პროგრესი

  • სპრინტის ბექლოგი

დეველოპერები

15 წუთი

სპრინტის მიმოხილვა

  • ინკრემენტი

  • სპრინტი

  • პროდუქტის ბექლოგი

  • პროდუქტის მიზნისკენ პროგრესი

  • პროდუქტის ბექლოგი

  • სქრამ გუნდი

  • დაინტერესებული მხარეები

4 საათი

სპრინტის რეტროსპექტივა

  • სპრინტი

  • განმარტება “მზადაა”

  • პრაქტიკული გაუმჯობესებები

  • განმარტება “მზადაა”

სქრამ გუნდი

3 საათი 



Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი