სპრინტის დაგეგმვა
როგორც სქრამის სახელმძღვანელოშია აღწერილი, სპრინტი იწყება სპრინტის დაგეგმვის ღონისძიებით. გეგმის შედგენა იწყება სპრინტში შესასრულებელი სამუშაოს ჩამოყალიბებით სქრამ გუნდის ერთიანი მუშაობის შედეგად. სპრინტის დაგეგმვის ღონისძიებაზე შესაძლებელია სქრამ გუნდმა მოიწვიოს დაინტერესებული მხარეები, თუ თვლიან, რომ მათი რჩევები სასარგებლო იქნება დაგეგმვის პროცესში. სპრინტის დაგეგმვა ეხება შემდეგ თემებს:
რატომ არის ღირებული ეს სპრინტი?
- პროდუქტის მფლობელი სთავაზობს გუნდს, თუ როგორ შეიძლება პროდუქტის ღირებულება და სარგებლიანობა გაიზარდოს მიმდინარე სპრინტის ფარგლებში. შემდგომ მთლიანი სქრამის გუნდი აყალიბებს სპრინტის მიზანს და ასევე თუ რატომაა ეს სპრინტი ღირებული დაინტერესებული მხარეებისათვის.
რისი გაკეთება არის შესაძლებელი მიმდინარე სპრინტში?
- პროდუქტის მფლობელთან დისკუსიის საშუალებით, დეველოპერები ირჩევენ პროდუქტის ბექლოგიდან ამოცანებს სპრინტის ბექლოგისთვის.
როგორ შესრულდება შერჩეული სამუშაო?
- თითოეული შერჩეული პროდუქტის ბექლოგის ამოცანისთვის, დეველოპერები გეგმავენ რა არის საჭირო ,,მზადაა’’ განმარტების მიხედვით ინკრემენტის შესაქმნელად. ეს ხშირად ხორციელდება პროდუქტის ბექლოგის ამოცანების დაშლით ერთ დღიან ან უფრო მცირე ამოცანებად. ეს პროცესი ხდება მხოლოდ დეველოპერების შეხედულებისამებრ.
სქრამ გუნდის თითოეულ წევრს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამ ღონისძიების დროს:
პროდუქტის მფლობელი
უნდა დარწმუნდეს, რომ დამსწრეებს აქვთ საკმარისი ინფორმაცია პროდუქტის ბექლოგში მნიშვნელოვან საკითხებზე და როგორ უჭერენ ისინი მხარს პროდუქტის მიზანს.
სთხოვს გუნდს წარმოადგინონ, რისი შესრულება შეუძლიათ მოცემული სპრინტის ფარგლებში. პროდუქტის მფლობელი არ ერევა იმაში, თუ როგორ მოახდენენ დეველოპერები დასახული მიზნის მიღწევას.
მთელი გუნდი
ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე გუნდი აყალიბებს, სპრინტის მიზანს, რაც განსაზღვრავს რატომ არის ეს სპრინტი ღირებული დაინტერესებული მხარეებისათვის, მათ შორის კლიენტებისა და მომხმარებლებისთვის.
ეს ეხება სპრინტის დაგეგმვის პირველ ნაწილს: რატომ არის ღირებული ეს სპრინტი?
დეველოპერები
პროდუქტის ბექლოგიდან ირჩევენ საკითხებს მიმდინარე სპრინტისთვის. ეს ეხება სპრინტის დაგეგმვის მეორე ნაწილს: რისი გაკეთება არის შესაძლებელი მიმდინარე სპრინტში?
როდესაც დეველოპერები ირჩევენ PBI (Product Backlog Item)-ს, ითვალისწინებენ შემდეგ საკითხებს:
პროდუქტის ბექლოგს, პროდუქტის მიზნის ჩათვლით,
გუნდის შესაძლებლობებს წინა სპრინტებზე მათ მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაყრდნობით,
განმარტებას “მზადაა” (DoD- Definition of Done),
მიმდინარე ინკრემენტს,
ნებისმიერი პროცესის გაუმჯობესების შეთავაზებას, რაც წამოიჭრა გუნდის რეტროსპექტივის შეხვედრაზე.
გეგმის შედგენა, როგორ უნდა განხორციელდეს PBI-ები. ეს ეხება სპრინტის დაგეგმვის მესამე ნაწილს: როგორ შესრულდება შერჩეული სამუშაო?
სქრამ მასტერი
სქრამ მასტერი ვალდებულია დაეხმაროს გუნდს ღონისძიების მოთხოვნების შესრულებაში. მაგალითად, სქრამ მასტერი ეხმარება გუნდს, თუ ისინი ხედავენ, რომ PBI არ არის საკმარისად განსაზღვრული, გუნდი ვერ აიდენტიფიცირებს პოტენციურ დაბრკოლებებს, სპრინტის მიზანი აცდენილია პროდუქტის მიზანს, ან გუნდმა შეარჩია დიდი ზომის სამუშაო.
ხშირად სქრამ მასტერი არის ამ ღონისძიების წამყვანი, თუმცა ეს არაა აუცილებელი მოთხოვნა. სპრინტის დაგეგმვის ღონისძიება შეიძლება წაიყვანოს გუნდის ნებისმიერმა წევრმა.
Comments
Post a Comment