სპრინტის მიმოხილვა

 სპრინტის მიმოხილვა არის სამუშაო შეხვედრა, სადაც სქრამ გუნდი წარუდგენს მათ მიერ შესრულებულ სამუშაოს დაინტერესებულ მხარეებს და სთხოვს მათ დახმარებასა და უკუკავშირს. სქრამ გუნდი და დაინტერესებული მხარეები ერთად განიხილავენ პროდუქტის მიზნისკენ პროგრესს, ბიზნესსა და ტექნიკურ გარემოში განვითარებულ ნებისმიერ ცვლილებასა და მომავალში შესასრულებელ საქმეს.


სპრინტის მიმოხილვის მოკლე აღწერა

ღონისძიება

ინსპექტირება

ადაპტაცია

მონაწილეები

დრო

სპრინტის მიმოხილვა

  • ინკრემენტი

  • სპრინტი

  • პროდუქტის ბექლოგი

  • პროდუქტის მიზნისკენ პროგრესი

  • პროდუქტის ბექლოგი



  • სქრამ გუნდი

  • დაინტერესებული მხარეები

4 საათი ერთ თვიანი სპრინტისთვის




სპრინტის მიმოხილვის ჩატარება

სპრინტის მიმოხილვა არის სამუშაო შეხვედრა სქრამის გუნდსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის პროგრესის შესამოწმებლად და მომავალი გეგმების განსახილველად. გუნდების მიერ ხშირად დაშვებული შეცდომა არის ის, რომ პროდუქტის მფლობელი წარმოადგენს პრეზენტაციას სპრინტის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ. ეს გამორიცხავს სქრამის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ იარაღს: დაინტერესებული მხარეების მხრიდან ხშირ გამოხმაურებას.

ნაცვლად ამისა, მთლიანმა სქრამ გუნდმა უნდა წარმართოს სპრინტის მიმოხილვა, რათა ითანამშრომლონ დაინტერესებულ მხარეებთან მათ მიერ შექმნილ ღირებულებაზე და იმაზე თუ როგორ მოარგონ ის სამომავლო გეგმებს, რათა შექმნან კიდევ უფრო ღირებული პროდუქტი.

მნიშვნელოვანია, რომ სპრინტის მიმოხილვა იყოს წინასწარ დაგეგმილი. მაგალითად,

  • გუნდმა უნდა გადაწყვიტოს რა იქნება განხილული. გახსოვდეთ: მხოლოდ ის საკითხები, რაც აკმაყოფილებს განმარტებას “მზადაა” უნდა იქნას განხილული სპრინტის მიმოხილვაზე.

  • იმის მიხედვით, თუ რა საკითხები იქნება განხილული სპრინტის მიმოხილვაზე, გუნდში ვინმე, ხშირად პროდუქტის მფლობელი, იწვევს შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს სპრინტის მიმოხილვაზე.

  • სქრამ გუნდისთვის კარგი პრაქტიკაა დაადგინოს შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები, რისი შესწავლაც სურთ და დაგეგმონ ამაზე უკუკავშირი.

  • სპრინტის მიმოხილვაზე განსახილველი თითოეული საკითხისთვის უმჯობესია თუ გუნდის რომელიმე წევრს დაევალება დისკუსიის წარმართვა და ფოკუსირება. ხშირად, დისკუსიის წამყვანი პირი არის დეველოპერი (ან დეველოპერები), რომლებიც მუშაობდნენ ამ საკითხზე. ცუდი პრაქტიკაა თუ პროდუქტის მფლობელი უძღვება ყველა დისკუსიას.

  • ნებისმიერს შეუძლია გაუძღვეს სპრინტის მიმოხილვის შეხვედრას. ეს შეიძლება იყოს სქრამ გუნდის წევრი, დაინტერესებული პირი ან ვიღაც ვინც საერთოდ არაა ჩართული პროექტში. ხშირად სპრინტის მიმოხილვას უძღვება პროდუქტის მფლობელი, რადგან ისინი არიან დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები სპრინტის დროს და ხშირად საუბრობენ კლიენტის ენაზე.

სპრინტის მიმოხილვის ჩატარების მრავალი განსხვავებული გზა არსებობს და არ არსებობს რაიმე წინასწარ განსაზღვრული ფორმატი. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ შესრულდეს ღონისძიების მიზანი.

სქრამ გუნდმა და დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა:

  • შეამოწმონ სპრინტის შედეგი;

  • იმსჯელონ პროდუქტის მიზნისკენ პროგრესზე;

  • განიხილონ ნებისმიერი ცვლილება გარემოში, როგორიცაა ცვლილებები ბაზარზე, მომხმარებლების ქცევა და მომხმარებლების უკუკავშირი;

  • შეთანხმდნენ იმაზე, თუ რისი გაკეთება უნდა მომავალში. დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა არის შემდეგი ყველაზე ღირებული რამ, რისი გაკეთებაც არის შესაძლებელი პროდუქტის ბექლოგიდან.

Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი