ყოველდღიური სქრამი

 დეველოპერები იკრიბებიან ყოველდღე 15 წუთის განმავლობაში, რათა შეძლონ მუშაობის შეუფერხებლად გაგრძელება, ფოკუსირდნენ სპრინტის მიზანზე და დაგეგმონ მომავალი სამუშაო დღე. ყოველდღიური სქრამის დროს ხდება იმ საკითხების იდენტიფიცირება, რომელში გუნდის წევრები საჭიროებენ დახმარებას, ან სჭირდებათ სპრინტის ბექლოგში საჭირო ცვლილებების შეტანა.

ყოველდღიური სქრამის მიზანია გუნდის ყველა წევრის ინფორმირება სპრინტის მიზნისკენ გაწეულ პროგრესზე. ეს ღონისძიება ასევე ხელს უწყობს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და ამცირებს დამატებითი შეხვედრების აუცილებლობას.

ყოველდღიური სქრამის მოკლე აღწერა

ღონისძიება

ინსპექტირება

ადაპტაცია

მონაწილეები

დრო

ყოველდღიური სქრამი

სპრინტის მიზნისკენ გაწეული პროგრესი

სპრინტის ბექლოგი

დეველოპერები

15 წთ


როგორც უკვე ვთქვით ყოველდღიური სქრამი გრძელდება 15 წუთის განმავლობაში. რეკომენდებულია ყოველდღიური სქრამის ჩატარება ერთსა და იმავე დროს და ადგილზე ყოველდღე. ამგვარად ის იქცევა გუნდის ჩვევად, რაზეც გუნდის წევრებმა აღარ უნდა იფიქრონ.

არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმატით ჩატარდება შეხვედრა, მთავარია, რომ გუნდი ფოკუსირებული იყოს სპრინტის მიზნისკენ მიმავალ პროგრესზე და სამოქმედო გეგმაზე. როგორც წესი, თითოეულ დეველოპერს ეძლევა შესაძლებლობა გაუზიაროს გუნდის წევრებს რა პრობლემის წინაშე დგას და სთხოვოს მათ დახმარება. საკითხის სირთულიდან გამომდინარე დეველოპერებმა შეიძლება ვერ გადაჭრან პრობლემა ყოველდღიურ სქრამზე და დაგეგმონ სხვა შეხვედრა მასზე სასაუბროდ.

ყოველდღიური სქრამის დროს, გუნდი ხშირად ახდენს სპრინტის ბექლოგის კორექტირებას მასში დავალებების დამატებით, ამოღებით ან არსებული დავალებების დაშლით ქვეამოცანებად.

რადგანაც არც სქრამ მასტერის და არც პროდუქტის მფლობელის დასწრება არაა საჭირო ამ ღონისძიებაზე, დეველოპერები იღებენ პასუხისმგებლობას შეხვედრის ჩატარებაზე. რა თქმა უნდა, თუ პროდუქტის მფლობელი და სქრამ მასტერი აქტიურად მუშაობენ სპრინტის ბექლოგზე, მაშინ ისინიც ესწრებიან ყოველდღიურ სქრამს როგორც დეველოპერები.

Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი