სქრამ მასტერის როლი
სქრამ მასტერის მიზანია, რომ შექმნას თვითორგანიზებადი გუნდი და ცდილობს, რომ თვითორგანიზაცია აქციოს კომპანიის ძირითად პრინციპად ყველა დონეზე. თვითორგანიზებას მოაქვს საკუთრებისა და პასუხისმგებლობის შეგრძნება. ეს ადამიანებს უფრო აქტიურებსა და პასუხისმგებლობიანებს ხდის, საშუალებას აძლევს მოიფიქრონ საკუთარი გადაწყვეტები და გუნდს უფრო ეფექტურს ხდის. თვითორგანიზებულობა არის მაღალი წარმადობის გუნდების მთავარი ასპექტი. ეს საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში მოვახდინოთ პროცესების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესება და ადაპტირება. ზრდის ადამიანების მოტივაციას და ეხმარება მათ გუნდად ჩამოყალიბებაში - გუნდი ერთი მიზნითა და ერთობლივი იდენტობით.
თუ სქრამ მასტერი ამის ნაცვლად სხვა პასუხისმგებლობებზე მოახდენს ფოკუსირებას, ისინი გახდებიან მდივნები, მრჩევლები, მენეჯერები ან უბრალოდ უსარგებლო ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ გასაკეთებელი.
🧠 გახსოვდეთ
სქრამ მასტერის მიზანია ხელი შეუწყოს თვითორგანიზებას.
სქრამ მასტერი არის მწვრთნელი და ფასილიტატორი.
სქრამ მასტერი არ არის პასუხისმგებელი მიწოდებაზე.
სქრამ მასტერი არ არის გუნდის მდივანი, მაგრამ ეხმარება მათ თავად მოაგვარონ დაბრკოლებები.
სქრამ მასტერმა უნდა წაახალისოს გუნდი აიღონ პასუხისმგებლობა.
სქრამ მასტერის პასუხისმგებლობებია
ხელი შეუწყოს გუნდის მიერ პასუხისმგებლობის აღებას და მხარი დაუჭიროს გუნდის ერთ სუბიექტად აღქმასა და მის მიზნებს.
უზრუნველყოფს გამჭვირვალობისა და თანამშრომლობას.
უბიძგებს გუნდს, რომ გადალახონ დაბრკოლებები.
ესმის სქრამ და აჯაილ აზროვნება და მუდმივად ცდილობს განავითაროს საკუთარი თავი.
იცავს აჯაილ და სქრამ ღირებულებებს და ეხმარება სხვებს გაიგონ და დაიცვან სქრამი.
საჭიროების შემთხვევაში იცავს დეველოპერების გუნდს.
აწყობს სქრამ შეხვედრებს.
ეხმარება გუნდს გახდნენ უფრო ეფექტურები.
სქრამ მასტერი როგორც მსახური ლიდერი
სქრამ მასტერების უმრავლესობას ერთი კითხვა აწუხებთ: “რას აკეთებს სქრამ მასტერი სპრინტის განმავლობაში?”
მოდით შევეცადოთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. მთავარი რაც უნდა ვიცოდეთ, არის რომ სქრამ მასტერი არის მმართველი როლი. სქრამ მასტერის ერთ-ერთი მიზანია, რომ უკეთესად ამუშაოს ადამიანები, მოახდინოს მათი ფოკუსირება მხოლოდ გუნდზე და არა მთლიან ორგანიზაციაზე. სქრამ მასტერი არ არის მხოლოდ ის, ვისაც სქრამი კარგად ესმის. ის ამაზე ბევრად მეტია. იგი ზრუნავს გრძელვადიან მიზნებსა და სტრატეგიებზე, ვიდრე მოკლევადიან მეტრიკებზე. სქრამ მასტერის მსახურ ლიდერად მოხსენიება უკავშირდება ჩინურ ფილოსოფიას, სადაც საუბარია “თქვენი გუნდის პირველ ადგილზე დაყენებაზე, ხოლო საკუთარი თავის მეორეზე” და საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე შემდეგ სფეროებში:
სხვების მოსმენა
თანაგრძნობა
ურთიერთობების დალაგება
ცნობიერება და თვითშეგნება
დარწმუნების გამოყენება ნაცვლად თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებისა
კონცეპტუალიზაცია - უფრო დიდი სურათისა და ყოველდღიური რეალობის მიღმა ხედვის უნარი
შორსმჭვრეტელობა - ინტუიცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დააკავშიროთ წარსულში მიღებული გაკვეთილები დღევანდელ მდგომარეობასთან და მიიღოთ სამომავლო გადაწყვეტილებები ამაზე დაყრდნობით
მეურვეობა - იყოთ ღია და ემსახუროთ სხვებს
სხვების ზრდაზე ზრუნვა
სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების შექმნა
🧠 გახსოვდეთ
სქრამ მასტერი არის მმართველი როლი. წარმატებისათვის საჭიროა კრეატიულობა, ხედვა და ინტუიცია.
კარგი სქრამ მასტერი არის ემპათიური, კარგი მსმენელი და მზადაა ურთიერთობების დასალაგებლად.
შესანიშნავი სქრამ მასტერები არ არიან ორიენტირებულნი მხოლოდ საკუთარ გუნდებზე, მათ შეუძლიათ ორგანიზაციის მასშტაბით შექმნან საზოგადოება.
სქრამ მასტერი არის გიდი აჯაილ ტრანსფორმაციის გზაზე.
სქრამ მასტერი უნდა იყოს ერთი ნაბიჯით წინ გუნდზე და ორგანიზაციაზე და აიძულოს ისინი შეცვალონ ჩვევები და ქცევები.

Comments
Post a Comment