გუნდის ტოქსინები
ზოგჯერ კარგი გუნდებიც კი ვერ უმკლავდებიან მხარდაჭერას, თანამშრომლობასა და მეგობრულ ქცევას. მოდით ვისაუბროთ იმ ოთხ ტოქსინზე, რომლებიც ხშირად წამლავენ გუნდებსა და ორგანიზაციებს. ოთხივე მათგანის ცოდნა სასარგებლოა, რადგან მათი წარმოქმნისთანავე გამოავლინოთ ისინი და დაეხმაროთ გუნდს ასეთი სიტუაციების დაძლევაში.
დადანაშაულება
ხანდახან ყველა იქცევა ასე: “ეს შენი ბრალია!”. ბუნებრივი და ადვილია იმის ცდა, რომ პასუხისმგებლობა არ აიღო რაიმე შეცდომაზე. სქრამ გუნდში ასეთი უკმაყოფილება იყოს “ეს პროდუქტის მფლობელის ბრალია. ისაა პასუხისმგებელი ბექლოგსა და მომხმარებლის ისტორიებზე. უბრალოდ კარგად არ აქვს აღწერილი.” ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ: “ეს მომხმარებლის ისტორია არ იყო კარგად განსაზღვრული. როგორ მოვიქცეთ, რომ ასე აღარ განმეორდეს?”
თავდაცვა
თავდაცვა არის მეორე ყველაზე გავრცელებული ტოქსიკური ქცევა, რომელსაც კარგმა გუნდმა თავი უნდა აარიდოს. ამას ხშირად მიმართავენ დადანაშაულებაზე საპასუხოდ. წინა მაგალითს თუ გავაგრძელებთ, პროდუქტის მფლობელმა შეიძლება უპასუხოს: “ეს არ არის ჩემი ბრალი. მე არ ვგეგმავ სპრინტის ბექლოგს. უფრო მეტიც, მომხმარებლის ამ ისტორიამ გაიარა გრუმინგი და ჰქონდა იგივე დეტალები, რაც სხვებს.”
კიდევ ერთი მაგალითია, როდესაც გუნდი არის თავდაცვით პოზიციაში, როცა ვინმე რაიმე ცვლილებას სთავაზობს. ყველაფერი იწყება სრულიად უდანაშაულო რჩევით.
გუნდი: თქვენი გამოცდილებით, რას აკეთებენ სხვა გუნდები, რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ? ან როგორ ნერგავენ სხვადასხვა კომპანიები სქრამს?
მწვრთნელი: ბოლო პერიოდში, შეინიშნება ძლიერი ტენდენცია ერთ კვირიანი სპრინტებისა და ბევრი კომპანია მიდის ამ მიმართულებით.
გუნდი: ჩვენ ავირჩიეთ ორ კვირიანი სპრინტები გარკვეული მიზეზების გამო და ვერ გადავალთ ერთ კვირიან სპრინტებზე რთული პროექტებიდან გამომდინარე.
მწვრთნელი: არ არის აუცილებელი შემდეგ სპრინტზე გადახვიდეთ ამ მიდგომაზე, თუმცა შეგიძლიათ განიხილოთ რა ცვლილებების განხორციელება გჭირდებათ, რომ გადახვიდეთ ერთ კვირიან სპრინტზე და შემდეგ გადაწყვიტოთ.
გუნდი: არა, საჭირო არაა. სხვათა შორის, ორ კვირიანი სპრინტებით შესანიშნავი შედეგები გვაქვს.
ობსტრუქცია
გუნდის მესამე ტოქსინიც საკმაოდ ხშირია. ესაა საკუთარი აზრის კიდევ და კიდევ გამეორება და სხვა ადამიანების არგუმენტების უგულებელყოფა.
სქრამ გუნდში ამის ტიპური მაგალითი შეიძლება იყოს შეფასებების დროს, როდესაც გუნდი განიხილავს დავალების ზომას და გუნდის ერთი წევრი ამბობს, რომ “ჩემთვის ეს არის 5!”. საკმაოდ გავრცელებული სიტუაციაა, არა?
კიდევ ერთი სიტუაცია შეიძლება იყოს გადაწყვეტილებების გაყოფა და მათ შესახებ დისკუსიების თავიდან აცილება: “ მე ვმუშაობ ამ საკითხზე და ჩემი გზით გავაკეთებ. როდესაც თქვენ გააკეთებთ, შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი გზა”. ეს პირველი მაგალითივით მარტივი შემთხვევა არაა, თუმცა იგივე შედეგი აქვს.
თუ რომელიმე ეს ქცევა დამახასიათებელია თქვენთვის, თქვენ მუშაობთ არა გუნდურად, არამედ ინდივიდთა ჯგუფად, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ.
ზიზღი
ცოტა ირონია ცხოვრების ნაწილია და ამაში ცუდი არაფერია. თუმცა, არის წვრილი ხაზი, რომლის მიღმაც ირონია სარკაზმად იქცევა. ეს ხდება კრიტიკული, მაშინ როდესაც გუნდში არაა შეთანხმება და ცდილობთ გუნდის ჩამოყალიბებას. ამ დროს ნებისმიერმა კომენტარმა, როგორიცაა მაგალითად “შენ სათანადოდ არასდროს არაფერი შეგიფასებია” , შეიძლება გააუარესოს სიტუაცია. ზოგადად, ყველა განცხადება, რომელსაც აკეთებთ იმ განზრახვით, რომ სხვებზე უკეთესი გამოჩნდეთ, ჯდება ამ კატეგორიაში.
სქრამ მასტერის როლი
სქრამ მასტერის ვალია, რომ გააცნოს გუნდს ინფორმაცია გუნდის ოთხი ტოქსინის შესახებ, რათა რეალურ სამყაროში მათ შეეძლოთ ტოქსინების ამოცნობა და იმ პასუხისმგებლობის აღება, რომ არ გამოიყენებენ მათ. გაგიკვირდებათ, რამდენად ხშირად გვხვდება ეს ტოქსინები დისკუსიებში და რამდენად მცირდება მათი გამოყენება ცნობიერების ამაღლების შემდეგ. ამ ყველაფრის შემდეგ კომუნიკაცია უფრო სასიამოვნო ხდება და მარტივდება სამუშაო შეთანხმების ჩამოყალიბების პროცესი. მცირდება ტოქსიკური გარემო, რაც ზრდის მოტივაციასა და პასუხისმგებლობის გრძნობას. ასეთ გარემოში მუშაობა კი ბევრად სახალისოა.

Comments
Post a Comment