თვითორგანიზებადი გუნდის ტესტი

თითოეული “a” პასუხისთვის დაიწერეთ 0 ქულა, “b” პასუხისთვის 1 ქულა და “c” პასუხისთვის 2 ქულა, შემდეგ დააჯამეთ. 7 და მეტი ქულა ნიშნავს, რომ თქვენ თვითორგანიზებადი გუნდი ხართ.


  1. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გუნდის წევრებისთვის არის, რომ

    1. საკუთარი დავალებები დაასრულონ შეპირებულ დროში, რადგან სხვები არიან მათზე დამოკიდებულები.

    2. შესთავაზონ დახმარება სხვებს, მხოლოდ მაშინ როცა ამისათვის დრო აქვთ.

    3. დაეხმარონ გუნდს ყველაფერში, რისი გაკეთებაც საჭიროა.

  2. გუნდის თოთოეული წევრის ეფექტურობა

    1. არის მთავარი; თითოეული ადამიანი უნდა იყოს მაქსიმალურად ეფექტური.

    2. მნიშვნელოვანია, თუმცა ხანდახან ჩვენ გვჭირდება დახმარება და ისეთი საკითხების სწავლა, რაც არ ვიცით.

    3. არ არის მნისვნელოვანი. ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია არის ის თუ რას აწარმოებს გუნდი, როგორც მთლიანი ერთეული.

  3. თუ გუნდი გადააწყდება დაბრკოლებას გუნდის გარედან,

    1. ვეძახით მენეჯერს/გუნდის ლიდერს და ვთხოვთ, რომ მოაგვაროს ის.

    2. ვეძახით სქრამ მასტერს რომ მოაგვაროს პრობლემა.

    3. განვიხილავთ ამ საკითხს და მისი მოგვარების გზებს გუნდთან ერთად.

  4. როდოსაც გვაქვს დავალება, რომელიც ძალიან რთულად გამოიყურება,

    1. წყნარად ველოდებით, სანამ სხვა ვინმე არ აირებს მას გასაკეთებლად.

    2. ვაძლევთ მას ყველაზე გამოცდილ წევრს, რადგან ეს მისი პასუხისმგებლობაა.

    3. ვინმე გადალახავს შიშს და დაიწყებს დისკუსიას როგორ მოვაგვაროთ ეს დავალება როგორც გუნდმა.

  5. გუნდის წევრი ჩივის რაღაც წვრილმანი საკითხის გამო;

    1. ეს ნამდვილად წვრილმანი საკითხია და არ გვადარდებს.

    2. როგორც გუნდი ხმას ვაძლევთ როგორ მოვიქცეთ.

    3. ვინტერესდებით, რატომ არის ასე გარიზიანებული ასეთი პატარა პრობლემის გამო.

  6. ჩემი კოლეგა მაძალებს რაღაც ისეთს, რასაც არ ვეთანხმები, ამიტომ

    1. ვაკეთებ ისე როგორც მე ვთვლი სწორად და მან გააკეთოს ისე როგორც თვითონ უნდა.

    2. სინიორ არქიტექტს ვთხოვ რომ მხარი დაუჭიროს ჩემს გადაწყვეტას.

    3. ვცდილობ გავიგო ჩემი კოლეგის შემოთავაზებული გზა და განვიხილავ დადებით და უარყოფით მხარეებს გუნდთან ერთად, სანამ ყველა არ შევთანხმდებით.

Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი