გუნდის შექმნა

სქრამ მასტერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპეტენცია არის შესანიშნავი გუნდის შექმნის უნარი. ქვემოთ განხილული იდეები მოგცემთ უკეთეს წარმოდგენას იმაზე, თუ როგორ განვასხვაოთ შესანიშნავი გუნდი კარგი გუნდისგან, როგორ გავაუმჯობესოთ დისფუნქციური გუნდები და როგორ შევქმნათ გარემო, სადაც გუნდები შეძლებენ ზრდასა და განვითარებას.


ტაკმანის გუნდის ჩამოყალიბება

გუნდის განვითარების ერთ-ერთი კლასიკური თეორია არის ტაკმანის მოდელი. მოდელის მიხედვით გუნდი გადის განვითარების 4 ფაზას. ვნახოთ როგორ ვრცელდება ეს მოდელი სქრამის გარემოზე. წარმოიდგინეთ, რომ ახალი დაწყებული გაქვთ აჯაილ ტრანსფორმაცია და გადადიხართ სქრამზე. გყავთ ინდივიდების ჯგუფი, რომლებსაც გუნდს უწოდებთ, უფრო კონკრეტულად კი თვითორგანიზებად სქრამ გუნდს, რომელიც უნდა გახდეს მრავალფუნქციური გუნდი. რა ხდება შემდეგ?

ჩამოყალიბება

ფორმირების ეტაპზე ხალხი ბევრს არ ლაპარაკობს და არ თანამშრომლობს. მათ ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ ძველი ჩვევები, როგორც ცალკეულ სპეციალისტებს. მათ რეალურად არ სჭირდებათ ერთმანეთი. მათი მუშაობის წესიდან გამომდინარე სქრამის გამოყენება რთულია, ამიტომ ჩივიან, რომ სქრამი სრულიად უსარგებლოა მათთვის. ამ ეტაპზე სქრამ მასტერის როლია ახსნას სქრამის პრინციპები და დაიწყოს ტრანსფორმაცია არა მხოლოდ ქაღალდზე, არამედ გუნდის წევრების თავებში - შეცვალოს მათი ქცევები. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი დრო ეთმობა სწავლებას, ახსნასა და გამოცდილების გაზიარებას.

შტორმი

შტორმის ეტაპი სქრამში როგორც წესი მალე დგება, რადგან სქრამი უბიძგებს თანამშრომლობის, ვალდებულების გაზიარებისა და კომუნიკაციისაკენ. დაძაბულობა იზრდება სქრამის პროცესის მიყოლასთან ერთად, იწყებენ კამათს და ხშირად ნაწყენდებიან ერთმანეთზე. ეს არაა სასიამოვნო ეტაპი, ამიტომ გუნდის წევრები თანახმანი არიან ყველანაირი დახმარების მიღებაზე ამ ეტაპიდან გასასვლელად. სქრამ მასტერის როლია, რომ საშუალება მისცეს გუდის წევრებს ისაუბრონ პრობლემებზე და შეთანხმდნენ სამუშაო პირობებზე, თუ როგორ აპირებენ ერთად მუშაობას. ამ ეტაპზე სქრამ მასტერის მთავარი როლი არის ფასილიტაცია, რადგან კარგმა კომუნიკაციამ გუნდი უნდა გადაიყვანოს შტურმის ეტაპიდან ნორმალიზების ეტაპზე, მაშინ როცა ცუდმა კომუნიკაციამ შეიძლება საერთოდ დაშალოს გუნდი და აქციოს ის უფუნქციოდ.

ნორმალიზება

ამ ეტაპს გუნდისათვის მოაქვს სტრესისგან განთავისუფლება და შვება. ახლა უკვე გუნდის წევრები ფიქრობენ, რომ ასე მუშაობა უკეთესია. ეს ფაზა სწორედ ამიტომ არის ყველაზე საშიში. ეს ეტაპი აიძულებს გუნდებს დარჩნენ ამ ფაზაში. გუნდები ფიქრობენ, რომ ისინი უკვე კარგები არიან და განვითარება აღარ სჭირდებათ. თუმცა ეს არ უნდა იყოს საბოლოო მიზანი. ამდენი იმიტომ იშრომეს, რომ მიეღწიათ და ჩამოყალიბებულიყვნენ შესანიშნავ გუნდად, რაც გულისხმობს მაღალეფექტური გუნდის შექმნას.

სქრამ მასტერის როლი ამ ეტაპზე იმაში მდგომარეობს, რომ უჩვენოს გუნდს გზა გაუმჯობესებისაკენ. სტიმული მისცეს მათ აიღონ პასუხისმგებლობა და გუნდზე საკუთრების გრძნობა და გააგრძელონ გაუმჯობესება. ამისათვის სქრამ მასტერი იყენებს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელსაც ქოუჩინგი ჰქვია. ამის გარეშე გუნდი შეუძლება დარჩეს განვითარების ამ ეტაპზე, რაც არც ისე ცუდია, რადგან ეს ეტაპი საკმაოდ კომფორტული და პროდუქტიულია.

შესრულება

ის რისი მიღწევაც სქრამით გვსურს, ეს არის შესრულების ეტაპი. სწორედ ეს არის სქრამ გუნდი. როგორ უნდა მივხვდეთ, რომ უკვე ამ ეტაპზე ვართ? პირველ რიგში, გუნდი თავდაჯერებულია და ყოველთვის ცდილობს უკეთესი გზების ძიებას საქმის გასაკეთებლად. ისინი არ თვლიან, რომ სრულყოფილებას მიაღწიეს.  არიან თამამები, ატარებენ ექსპერიმენტებს და არ ეშინიათ წარუმატებლობის. არიან ღია და გამჭვირვალეები. ისინი არ არიან ეგოცენტრულები და გუნდს უყურებენ, როგორც ერთ მთლიანს. ეს ყველაფერი კი ქმნის ძალიან კრეატიულ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს, სადაც ხალხს სიამოვნებს მუშაობა.

რა როლი აქვს ამ ეტაპზე სქრამ მასტერს? მან უნდა აარიდოს გუნდს ნებისმიერ წინა ეტაპზე დაბრუნება. მისი როლი ძირითადად დაკვირვებაა, რომელიც ყოველთვის მზადაა მონაწილეობა მიიღოს, როგორც მწვრთნელმა, დახმარება გაუწიოს გუნდს დაბრკოლების გადალახვაში, გამოცდილების გაზიარებაში ან რაიმე ახლის სწავლაში.

ცვლილება

გარემო ყოველთვის ცვალებადია. მცირე ცვლილებაც კი, როგორიცაა გუნდში წევრის დამატებამ ან გუნდიდან წასვლამ, შეიძლება დაარღვიოს გუნდი და დააბრუნოს ის ფორმირების პირველ ეტაპზე. მართალია გუნდს ამ ეტაპზე დიდხანს დარჩენა აღარ მოუწევს, მაგრამ შესაძლოა განვითარების ყველა ეტაპის გავლა მოუწიოს თავიდან. ამას შეიძლება დასჭირდეს ერთი დღე ან გაიჭედონ სამუდამოდ ნორმალიზების ეტაპზე.

თუ დავფიქრდებით, მივხვდებით რომ ეს სრულიად ლოგიკურია. პირველ ჯერზე სქრამ მასტერი გულმოდგინედ ზრუნავდა გუნდის შიგნით კომუნიკაციაზე, სამუშაო პროცესის შეთანხმებაზე, ჯანსაღი გუნდის შექმნაზე, მაგრამ ამჯერად შეიძლება ამ საკითხებზე არავინ იფიქროს. თუმცა, სქრამ მასტერის ვალდებულებაა დააკვირდეს ნებისმიერ ცვლილებას და ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინოს და მოახდინოს მისი ქცევის კორექტირება გუნდის განვითარების ეტაპის შესაბამისად, თუნდაც ამას დასჭირდეს რამდენიმე დღე.

ამგვარად, საუკეთესო თვითორგანიზებად გუნდსაც სჭირდება სქრამ მასტერი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი შეიძლება დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდნენ მსგავს ცვლილებას და საბოლოოდ აღმოჩნდნენ ნორმალიზების ან შტორმის ფაზაში.

Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი