როგორ გავხადოთ ყოველდღიური სქრამი უფრო ეფექტური
მიუხედავად იმისა, რომ სპრინტის დაგეგმვის მიზანი, დრო და მონაწილეები კარგად არის განსაზღვრული, სქრამ გუნდები ხშირად ცდებიან ხოლმე ღონისძიების მიზანს. ამას მივყავართ ანტიპატერნებამდე, რაც იწვევს ღონისძიების ეფექტურობის დაკარგვას. ქვემოთ განვიხილოთ ანტიპატერნები, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ ყოველდღიური სქრამის დროს.
ქვემოთ ჩამოთვლილია ცნობილი ანტიპატერნები:
სქრამ მასტერი უძღვება შეხვედრას და სთხოვს ყველას განაახლონ მათი დავალებების პროგრესები.
რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? ყოველდღიური სქრამი არის დეველოპერების სამუშაო შეხვედრა, რათა უზრუნველყონ მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს უწყვეტი პროგრესი. თუ ყოველდღიურ სქრამს გადავაქცევთ სტატუსების შეხვედრად, შეუსრულებელი დარჩება ამ ღონისძიების ნამდვილი მიზანი.გუნდის წევრები კონცენტრირებულნი არიან მხოლოდ საკუთარ სამუშაოზე და ავიწყდებათ გუნდის წევრების დახმარება, როცა ეს საჭიროა.
რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? ყოველდღიური სქრამის მიზანია დეველოპერებს შორის თანამშრომლობის გააქტიურება და ხელშეწყობა.ერთი ან რამდენიმე მონაწილე დომინირებს ყოველდღიურ სქრამზე.
რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? წარმატებული თანამშრომლობა შედგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდის ყველა წევრს შეუძლია მონაწილეობის მიღება ყოველდღიურ სქრამში.დეველოპერები არ განიხილავენ პოტენციურ პრობლემებს ყოველდღიური სქრამის დროს და ზოგჯერ სპრინტის დასრულებამდე მალავენ, რომ აქვთ პრობლემა, რომლის გადაჭრაც ვერ ხერხდება.
რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? თუ დეველოპერებისათვის ყოველდღიური სქრამი არ არის “უსაფრთხო” სივრცე, რათა ღიად განიხილონ თავიანთი გამოწვევები, ასეთ შემთხვევაში ამ პრობლემების გადავადება ხდება მაქსიმალურად.ყოველდღიური სქრამის მონაწილეები იყენებენ მხოლოდ სამი კითხვის ფორმატს შეხვედრის ჩასატარებლად. (რა გააკეთე გუშინ? რის გაკეთებას აპირებ დღეს? გაქვს თუ არა რაიმე დაბრკოლება?)
რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? მიუხედავად იმისა, რომ სქრამის წინა ვერსიები გვთავაზობდა სამი კითხვის ფორმატს, ის ამოიღეს რეკომენდაციებიდან. როგორც გაირკვა ეს ფორმატი მექანიკურს ხდიდა შეხვედრას და კარგავდა ეფექტურობას. გუნდმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა ფორმატი გამოიყენოს შეხვედრის ჩასატარებლად, რათა მიიღონ საჭირო ინფორმაცია.დეველოპერებს სპრინტის ბექლოგში ცვლილებები შეაქვთ მხოლოდ ყოველდღიურ სქრამზე.
რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? სპრინტის ბექლოგი უნდა შეიცვალოს მაშინვე, როგორც კი ამის საჭიროება იქნება. ინფორმაცია ან მოქმედებები არ უნდა გადავდოთ ღონისძიებამდე. ყოველდღიური სქრამი შეიძლება გამოყენებულ იქნას დეველოპერების ინფორმირებაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.პროდუქტის მფლობელს და სქრამ მასტერს ეკრძალებათ ყოველდღიურ სქრამზე დასწრება, მაშინაც კი, როდესაც მათი მონაწილეობა სარგებლის მომტანია.
რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? ყოველდღიური სქრამი არის დეველოპერებისთვის, სქრამ გუნდის წევრებისთვის, რომლებიც აქტიურად მუშაობენ სპრინტის ბექლოგის საკითხებზე. თუ პროდუქტის მფლობელი ან სქრამ მასტერი მუშაობენ სპრინტის ბექლოგის ელემენტებზე, მაშინ მათ უნდა მიიღონ მონაწილეობა ყოველდღიურ სქრამში, როგორც დეველოპერებმა. იმის გამო, რომ არ არსებობს მკაცრი განმარტება, თუ როგორ მუშაობს პროდუქტის მფლობელი ან სქრამ მასტერი ბექლოგის საკითხებზე, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ყოველდღიურ სქრამში, თუ მათი მონაწილეობა სასარგებლო იქნება გუნდისათვის.
რჩევები წარმატებული ყოველდღიური სქრამისთვის
ჩამოთვლილი ანტიპატერნების დამსხვრევა დაგეხმარებათ ეფექტური ყოველდღიური სქრამის ჩატარებაში. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
შეხვედრის ფოკუსი გააკეთეთ სპრინტის მიზანზე და რა არის საჭირო მის მისაღწევად;
იფიქრეთ იმაზე, თუ რა ღირებულება იქმნება სპრინტის მიზანთან მიმართებაში. შექმენით უსაფრთხო გარემო, სადაც გუნდის ყველა წევრისთვის კომფორტული იქნება მონაწილეობის მიღება და შეძლებს ღიად დააფიქსიროს ნებისმიერი სირთულე ან დაბრკოლება, რასაც გადააწყდება;
შექმენით გარემო, სადაც გუნდის წევრები მზად არიან დაეხმარონ ერთმანეთს;
სქრამ მასტერის დახმარება არ არის საჭირო ყოველდღიურ სქრამში, შეხვედრა უნდა მართონ დეველოპერებმა და თანმიმდევრულად შეასრულონ შეხვედრის მიზანი.
Comments
Post a Comment