სპრინტის ბექლოგი

 სპრინტის ბექლოგი წარმოადგენს დეველოპერების გეგმას თუ რისი მიღწევა სურთ სპრინტის განმავლობაში.

სპრინტის ბექლოგის შედგენა ხდება დეველოპერების მიერ სპრინტის დაგეგმვის ღონისძიებაზე. მასში აღწერილია რატომ, რა და როგორ უნდა შესრულდეს სპრინტში და შედგება:

  • სპრინტის მიზნისგან, რომელიც აღწერს სპრინტის ამოცანას.
    რატომ ვაკეთებთ ამ სპრინტის დავალებებს?

  • პროდუქტის ბექლოგის საკითხების(PBIs) სიას, რომელიც შერჩეულია ამ სპრინტისათვის.
    რომელი საკითხები(PBIs) უნდა შესრულდეს ამ სპრინტში?

  • სამუშაო გეგმა გუნდისთვის, თუ როგორ აპირებს სპრინტის მიზნის მიღწევას.
    როგორ მივაღწევთ სპრინტის გეგმას?


სპრინტის ბექლოგი არის ყველასათვის ხელმისაწვდომი და მოთავსებულია ისეთ ადგილზე, სადაც გუნდის ნებისმიერ წევრს შეუძლია ნახვა. სპრინტის განმავლობაში ეს გეგმა მუდმივად ახლდება, რათა რეალურ დროში წარმოაჩინოს დეველოპერების მიერ შესასრულებელი დარჩენილი სამუშაო.

როგორც უკვე ვთქვით, სპრინტის გეგმა განიცდის ცვლილებებს, როგორც წესი ეს ხდება ხოლმე ყოველდღიური სქრამის შეხვედრებზე. მიუხედავად იმისა, რომ სპრინტის გეგმა ცვალებადია სპრინტის მიზანი უცვლელი რჩება მთელი სპრინტის განმავლობაში. ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ სპრინტის მიზანი ხდება არარელევანტური და ამ შემთხვევაში პროდუქტის მფლობელს შეუძლია სპრინტის გაუქმება.

Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი