როგორ გავხადოთ სპრინტის დაგეგმვა უფრო ეფექტური

 

ანტიპატერნები

მიუხედავად იმისა, რომ სპრინტის დაგეგმვის მიზანი, დრო და მონაწილეები კარგად არის განსაზღვრული, სქრამ გუნდებში მაინც შეიმჩნევა ანტიპატერნები, რაც ამცირებს ამ ღონისძიების ღირებულებას.

მონაწილეები, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სწორად:

  • მიუწვდომელი პროდუქტის მფლობელი - თუ პროდუქტის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი არ იღებს მონაწილეობას სპრინტის დაგეგმვაში, მაშინ მონაწილეებს უწევთ მათი წარმოდგენის საფუძველზე შეასრულონ პროდუქტის მფლობელის მოვალეობები. სამწუხაროდ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ ჰქონდეთ ყველა ის ინფორმაცია, რაც პროდუქტის მფლობელს გააჩნია, რის საშუალებითაც ის ადგენს რა ხდის ამ სპრინტს ღირებულს ბექლოგის სხვა მოთხოვნებთან შედარებით. ეს სიტუაცია წნეხის ქვეშ ამყოფებს დეველოპერებსა და დაინტერესებულ მხარეებს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს არასწორი მიმართულებით პროდუქტის განვითარება.

  • PBI-ებსა და სპრინტის მიზანს ირჩევს პროდუქტის მფლობელი მათი ღირებულების განხილვის გარეშე - PBI-ის რეალიზაციის გადაწყვეტისას დეველოპერებმა შეიძლება მიიღონ უამრავი გადაწყვეტილება და ცვლილება, იმის გააზრების გარეშე, თუ რას წარმოადგენს საბოლოო პროდუქტი. სრული სურათის გარეშე მათ შეიძლება მიიღონ არასწორი გადაწყვეტილებები.

  • მხოლოდ გუნდის ხელმძღვანელი ან “ძირითადი” გუნდი აკეთებს შეფასებებს. სქრამი თვლის, რომ გუნდი ერთად უფრო ძლიერია და სწორი შეფასებები კეთდება, როცა მთელი გუნდის შეხედულებები, ცოდნა და გამოცდილება არის გათვალისწინებული.

  • ზედმეტად ბევრი სამუშაოს აღება ან პროდუქტის მფლობელის მიერ იმ სამუშაოს შერჩევა, რაც უნდა შეასრულონ დეველოპერებმა სპრინტის ჭრილში - დეველოპერები, რომლებიც არ განსაზღვრავენ რა სამუშაო უნდა შეასრულონ სპრინტის განმავლობაში, არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას.

ბექლოგი ან მონაწილეები არ არიან მზად ღონისძიებისთვის

  • პროდუქტის ბექლოგის დახვეწის ნაკლებობა - ადეკვატურად დახვეწილი ბექლოგის გარეშე, დეველოპერები აკეთებენ ისეთ დაშვებებს, როგორიცაა: თითოეული PBI-ის ღირებულება; რას ითხოვენ დაინტერესებული მხარეები და რატომ ითხოვენ ამას; PBI-ს მიღების კრიტერიუმები; და რა სამუშაოს გაწევაა საჭირო თითოეულ PBI-ზე ერთ სპრინტში შესასრულებლად. რაც სპრინტის წარმატებას საფრთხეში აგდებს.

  • ორაზროვანი მოთხოვნები - თუ PBI-ს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია დეველოპერებისთვის, რომ გაიაზრონ რა არის მოთხოვნა, დიდია იმის ალბათობა, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგი არ დაემთხვევა დაინტერესებული მხარეების მოთხოვნებს და დაიკარგება ყველას დრო.

  • დაუსრულებელი სამუშაო სპრინტის ბოლოს - გადაჭარბებული შეფასება იმისა, თუ რა სამუშაოს შესრულება შეუძლია გუნდს სპრინტის განმავლობაში ნიშნავს, რომ ბექლოგის ელემენტები არ იყო კარგად განსაზღვრული, გუნდს ცუდად აფასებს თავის შესაძლებლობებს, ან განმარტება “მზადაა” არის ძალიან მკაცრი პროდუქტის ამჟამინდელი მდგომარეობისთვის.

  • სამუშაოს დაყოფა და შეფასება ამ ღონისძიების დროს - კარგი სქრამ გუნდი რეგულარულად ხვეწავს პროდუქტის ბექლოგს, რაც მოიცავს დავალებების დაყოფასა და შეფასებებს.

  • სპრინტის დაგეგმვას მიაქვს ძალიან დიდი დრო - რაც უფრო მეტად იცნობს გუნდი ბექლოგს, რეგულარულად ატარებს ბექლოგის დახვეწის შეხვედრებსა და განსაზღვრავს “მზადაას” განმარტებას, მით უფრო ეფექტურია ეს შეხვედრები. სპრინტის დაგეგმვის შეხვედრები, რომლებიც დიდხანს გრძელდება, ხშირად არაა კარგად დაგეგმილი და წარმართული.

ღონისძიების მიზანი არ სრულდება

  • არასწორი პროგნოზები - დეველოპერებს სთხოვენ განსაზღვრონ რა სამუშაოს შესრულება შეუძლიათ სპრინტის განმავლობაში და სქრამ გუნდს სთხოვენ წინასწარ განსაზღვრონ პროდუქტის კონკრეტული ნაწილი, როდის იქნება მზად გამოსაყენებლად. სქრამ გუნდები, რომლებიც ცუდად გეგმავენ სპრინტს, როგორც წესი ვერ აკეთებენ სანდო პროგნოზებს.

  • არ არის გაზიარებული ვალდებულება ან გაურკვეველია სპრინტის მიზანი - სპრინტის მიზანი შექმნილია იმისათვის, რომ გუნდი კონცენტრირდეს ერთ კონკრეტულ შედეგზე. თუ გუნდი არ არის კონცენტრირებული ერთ შედეგზე, სავარაუდოა, რომ სპრინტის მიზანი არ არის კარგად განსაზღვრული.

  • გუნდი უფრო მეტს ლაპარაკობს სიჩქარეზე, ვიდრე ღირებულებებზე - სიჩქარე ესაა საზომი იმისა, თუ რა ზომის სამუშაო შესრულდა, მიუხედავად ამ სამუშაოს ღირებულებისა. სპრინტის მიზანია შექმნას რაიმე ღირებული და არა შეასრულოს დიდი მოცულობის ამოცანები.

  • ტესტირება არ დასრულებულა სპრინტის ბოლომდე - თუ განმარტება “მზადაა”-ს (DoD) მიხედვით საჭირო ტესტირება არ დასრულებულა სპრინტის ბოლომდე, მაშინ სამუშაო დასრულებული არაა. გუნდი ან არ ითვალისწინებენ DoD-ს ან გადაჭარბებულად აფასებენ სამუშაოს, რომლის შესრულებაც შეუძლიათ.

  • გუნდი არ იწყებს მუშაობას სპრინტისთვის შერჩეულ დავალებებზე, მანამ სანამ მთლიანი სამუშაო არ არის განსაზღვრული. პრობლემას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ შეიძლება ამ ღონისძიების შემდეგ კვლავ არსებობდეს გაურკვეველი და ბუნდოვანი ნაწილები, თუმცა გუნდი იწყებს იმ დავალებების შესრულებით, სადაც ყველაფერი ცნობილია და სპრინტის განმავლობაში განსაზღვრავს იმ უცნობ ადგილებს, რაც არსებობდა დაგეგმვის დროს.

რჩევები კარგი სპრინტის დაგეგმვის ღონისძიებისთვის

ზემოთ ჩამოთვლილი ანტიპატერნების თავიდან არიდება ხელს უწყობს სპრინტის დაგეგმვის კარგ და ეფექტურ ღონისძიებას. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • დეველოპერები სვამენ კითხვებს, სანამ არ გაირკვევა ბექლოგის თითოეული ელემენტი რა ღირებულებას ქმნის და რით არის სასარგებლო მომხმარებლისთვის.

  • დეველოპერები სვამენ კითხვებს, მანამ სანამ კარგად არ გაიაზრებენ, როგორ აპირებენ თითოეული ელემენტის იმპლემენტაციას.

  • სქრამ გუნდი მუშაობს ერთად პრობლემის გადაჭრაზე.

  • სქრამ გუნდი იყენებს მეტრიკებს, როგორც კრიტერიუმებს, სპრინტისთვის შერჩეული სამუშაოს მოცულობის შესარჩევად.

  • სქრამ გუნდს ესმის, რა სამუშაოს შესრულებაა საჭირო ინკრიმენტის შესაქმნელად, რომელიც აკმაყოფილებს განმარტებას “მზადაა” და იყენებს ამ ცოდნას, იმისათვის, რომ გააუმჯობესონ წარმადობა.

  • სქრამ გუნდი ფოკუსირებულია სტრატეგიაზე, რომელიც ასრულებს ლინ პრინციპს “მხოლოდ საკმარისი”.

  • სქრამ გუნდი ამატებს წინა სპრინტის რეტროსპექტივიდან გაუმჯობესების იდეებს მომდევნო სპრინტში.

Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი