როგორ გავხადოთ სქრამ ღონისძიებები უფრო ეფექტური
თითოეული სქრამ ღონისძიების მიზანი, დრო და მონაწილეები კარგად არის განსაზღვრული, თუმცა ზოგჯერ სქრამ გუნდები ხვდებიან ანტიპატერნებში და ამცირებენ მათ ღირებულებას.
ქვემოთ ჩამოთვლილია ცნობილი ანტიპატერნები:
ღონისძიებები, რომლებიც ხშირად სცდება დროის ჩარჩოებს - ეს ხდება მაშინ, როდესაც მონაწილეები კარგავენ ღონისძიების მიზანზე ფოკუსს. ხშირად გუნდები იწყებენ დამატებით მსჯელობებს იმის ნაცვლად, რომ კონცენტრირდნენ შეხვედრის მიზანზე, ხოლო წამოჭრილი პრობლემის გადასაწყვეტად დანიშნონ ცალკე შეხვედრა.
გუნდის ყველა წევრის არ “ესმით” - როდესაც გუნდის წევრები არ გრძნობენ თავს კომფორტულად თავიანთი აზრების გადმოცემისას, ამ შემთხვევაში გუნდი ვერ მიიღებს სარგებელს ამ წევრების უნარებისა და გამოცდილებისაგან. ეს ამცირებს ღონისძიების ღირებულებას.
სქრამ მასტერი წარმართავს დისკუსიას, ხოლო გუნდის წევრები აკეთებენ კომენტარებს - სქრამის თითოეულ ღონისძიებას აქვს განსხვავებული მიზანი. ისინი ყველა შექმნილია იმისათვის, რომ მონაწილეებმა ერთად იმუშაონ პროდუქტისა და სპრინტის მიზნის პროგრესის შემოწმებასა და ადაპტირებაზე. სქრამ მასტერის როლია რომ დაეხმაროს გუნდის წევრებს თითოეული ღონისძიების მიზნის მიღწევაში.
სქრამის ღონისძიებები გადაიქცევა სტატუსების შეხვედრებად - არცერთი ღონისძიება არაა სტატუსების შეხვედრა. ყველა მათგანი მიზნად ისახავს დაეხმაროს გუნდს პროდუქტისა და სპრინტის მიზნისკენ პროგრესის მიღწევაში.
გუნდი გადაწყვეტს, რომ არ გამოიყენოს რომელიმე ღონისძიება, რადგან თვლიან რომ სქრამი იყენებს ბევრ შეხვედრებს - სქრამის თითოეულ ღონისძიებას გააჩნია თავისი მიზანი და გუნდის ყველა წევრი პასუხისმგებელია თითოეული ღონისძიების პროდუქტიულობაზე. უწყვეტი განვითარება ეხმარება გუნდს დროთა განმავლობაში გახდეს უფრო ეფექტური და მიზანდასახული. თუ გუნდი აღმოაჩენს, რომ ხშირად ატარებენ სპრინტის დაგეგმვას, მიმოხილვასა და რეტროსპექტივას და იღებენ შეზღუდულ სარგებელს ამ ღონისძიებებისაგან, შეიძლება განხილული იყოს დრო, როგორ გახანგრძლივდეს შუალედი. თუმცა ეს უნდა გაკეთდეს სიფრთხილით, რადგან სქრამის ძირითადი პრინციპია ხშირი ინსპექტირებისა და ადაპტაციის შესაძლებლობა.
გუნდის წევრები ელოდებიან შემდეგ ღონისძიებას, ნაცვლად დაუყოვნებლივ მოქმედებისა - სქრამ ღონისძიებები არის წინასწარ განსაზღვრული ინსპექტირებისა და ადაპტირების შესაძლებლობები, თუმცა თუ გუნდი აღმოაჩენს, რომ საჭიროა ადაპტაცია, მათ უნდა განახორციელონ ეს დაუყოვნებლივ.
სქრამ მასტერი ყოველთვის ხელმძღვანელობს ღონისძიებებს - სქრამ ღონისძიებების ხელმძღვანელობა შეუძლია გუნდის ნებისმიერ წევრს. ოფიციალურად არავინ არაა პასუხისმგებელი მათ ხელმძღვანელობაზე.
სქრამის გუნდის წევრები უარს ამბობენ დაესწრონ შეხვედრებს, რომლებიც სქრამით არაა განსაზღვრული - სქრამ გუნდს ხშირად უწევს თანამშრომლობა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიქმნება მათი მუშაობის დროს. კონკრეტულ გამოწვევებზე ორიენტირებული შეხვედრები ეხმარება გუნდს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღებაში.
დეველოპერები მონაწილეობენ მხოლოდ ყოველდღიურ სქრამში და სხვა ღონისძიებებში ასრულებენ პასიურ როლს - დეველოპერებს გააჩნიათ სპეციალიზებული უნარები, ცოდნა და გამოცდილება, რაც საჭიროა სქრამის ყველა ღონისძიებისთვის, რათა შესრულდეს მათი დანიშნულება. ამ ღონისძიებების ღირებულება იმატებს, თუ მასში ჩართულნი არიან დეველოპერები.
რჩევები წარმატებული სქრამ ღონისძიებებისთვის
ჩამოთვლილი ანტიპატერნების დამსხვრევა დაგეხმარებათ ეფექტური სქრამ ღონისძიებების ჩატარებაში. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:
დარწმუნდით, რომ ყველას აქვს ხმის უფლება;
დარწმუნდით, რომ ყველა თანასწორია, წაახალისეთ ყველა, რომ დასვან კითხვები;
დარწმუნდით, რომ ნებისმიერი დისკუსია არის მიზნობრივი;
დარწმუნდით, რომ ინფორმაციის წყაროები განახლებულია;
დარწმუნდით, რომ შეხვედრა არის მიზანზე ორიენტირებული;
დარწმუნდით, რომ შეხვედრა ღირებულია ყველა მონაწილისათვის;
დარწმუნდით, რომ დაბრკოლებები იდენტიფიცირებული და მოგვარებულია;
დარწმუნდით, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა;
დარწმუნდით, რომ გუნდის თითოეულ წევრს აქვს ის, რაც მათ სჭირდებათ.
Comments
Post a Comment