როგორ გავხადოთ სპრინტის მიმოხილვა უფრო ეფექტური

 მიუხედავად იმისა, რომ სპრინტის დაგეგმვის მიზანი, დრო და მონაწილეები კარგად არის განსაზღვრული. სქრამ გუნდებში მაინც შეიმჩნევა ანტიპატერნები, რაც ამცირებს ამ ღონისძიების ღირებულებას.

ყველაზე ხშირად გამოყენებული ანტიპატერნებია:

  • სპრინტის მიმოხილვა არის სტატუს შეხვედრა, დემო ან ცალმხრივი პრეზენტაცია - ეს უნდა იყოს შესაძლებლობა პროდუქტის მფლობელისა და დაინტერესებული მხარეებისათვის ჩამოაყალიბონ პროდუქტის მომავალი მიმართულება.

  • წარმოდგენილი პროდუქტი არ შეესაბამება განმარტებას “მზადაა” ან არ არის ინტეგრირებული ინკრემენტში - ზოგჯერ წარმოდგენილი ინკრემენტი არ შეესაბამება გუნდის ხარისხის სტანდარტებს ან მხოლოდ პროდუქტის ნაწილის დემონსტრირება ხდება. ორივე შემთხვევაში, დაინტერესებული მხარეები არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან უკუკავშირის დაბრუნებისას.

  • გუნდი წარმოადგენს დასრულებული PBI-ების სიას დაინტერესებული მხარეებისათვის მათგან მიღებული შედეგის ჩვენების ან სამუშაოს შესახებ დისკუსიის გარეშე.

  • სპრინტის მიმოხილვა ტარდება იმისათვის, რომ პროდუქტის მფლობელმა “მიიღოს” დეველოპერების მიერ დასრულებული სამუშაო - მითია ის, რომ წარმატებულ სპრინტის მიმოხილვაზე პროდუქტის მფლობელმა უნდა მოაწეროს ხელი შესრულებულ სამუშაოს. პროდუქტის მფლობელმა უნდა იმუშაოს გუნდთან ერთად მთელი სპრინტის განმავლობაში და არაფერი არ უნდა იყოს მისთვის გასაკვირი სპრინტის ბოლოს.

  • დეველოპერები არ ესწრებიან - სპრინტის მიმოხილვის გამოტოვებით, დეველოპერები გამოტოვებენ შესაძლებლობას უშუალოდ დაინტერესებული მხარეებიდან მიიღონ უკუკავშირი და ასევე გამოტოვებენ პროდუქტის ბექლოგში ცვლილებისა და ნებისმიერი გადაწყვეტილების კონტექსტს, რაც შემდგომში უნდა გააკეთონ.

  • რეალური დაინტერესებული მხარეები და მომხმარებლები არ ესწრებიან - ხშირად კოლეგები და მენეჯმენტი ასრულებენ მომხმარებლების როლს პროდუქტისთვის. რეალური კლიენტების პოვნა, ვისაც მოერგება ჩვენი პროდუქტი და მისი ჩართვა.

რჩევები კარგი სპრინტის მიმოხილვის ღონისძიებისთვის

ზემოთ ჩამოთვლილი ანტიპატერნების თავიდან არიდება ხელს უწყობს სპრინტის მიმოხილვის კარგ და ეფექტურ ღონისძიებას. გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

  • დარწმუნდით, რომ სპრინტის მიმოხილვაზე სწორი დაინტერესებული მხარეები მოიწვიეთ და რომ მათ ესმით სპრინტის მიმოხილვის მიზანი და მათი როლი ამ ღონისძიებაში.

  • ხელი შეუწყვეთ თანამშრომლობას დაინტერესებულ მხარეებსა და გუნდის წევრებს შორის.

  • დარწმუნდით რომ გამოყენებული ენა ესმის ყველა მონაწილეს. დეველოპერებმა უნდა გაუძლონ ცდუნებას და არ გამოიყენონ მეტისმეტად ბევრი ტექნიკური ტერმინები.

  • იყავით მკაფიო იმის შესახებ, რა იყო შესრულებული და რა არა - გუნდი აჯამებს რა გაკეთდა სპრინტში, რა არ გაკეთდა და დაბრუნდა პროდუქტის ბექლოგში. შეინახეთ განმარტება “მზადაა” თვალსაჩინო ადგილზე გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.

  • განიხილეთ როგორ წარიმართა სპრინტი - დეველოპერები აზიარებენ ნებისმიერ პრობლემას რასაც შეეჩეხნენ სპრინტის დროს და რა როგორ გადაჭრეს ეს პრობლემა. განიხილეთ ასევე ის პრობლემები და დაბრკოლებები, რომლებიც სქრამ გუნდმა ვერ გადაჭრა. დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, გუნდს შეუძლია მჭიდრო პარტნიორობის განვითარებისთვის გამოიყენოს ეს შეხვედრა.

  • შეაგროვეთ უკუკავშირი - დეველოპერები წარუდგენენ დაინტერესებულ მხარეებს შესრულებულ სამუშაოს, რათა მიიღონ უკუკავშირი. ეს ინფორმაცია ეხმარება დეველოპერებსა და პროდუქტის მფლობელს შეაფასონ იყო თუ არა მათ მიერ გაკეთებული ვარაუდები სწორი თუ არასწორი.

  • პროდუქტის ბექლოგის მიმდინარე მდგომარეობის მიმოხილვა - პროდუქტის მფლობელი წარმოადგენს ბექლოგის ამჟამინდელ მდგომარეობას, მათ შორის იმ ელემენტებს, რომლებიც არ დასრულდა მიმდინარე სპრინტში. დაინტერესებული მხარეებისაგან მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, შესაძლებელია ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, განხილვა და ბექლოგზე დამატება.

  • გადაწყვიტეთ რას გააკეთებთ შემდეგ - სქრამ გუნდი და დაინტერესებული მხარეები ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე განსაზღვრავენ მომავალი სპრინტისათვის შესასრულებელ საკითხებს. განიხილება ახალი შესაძლებლობები, რისკები, პრობლემები და ბაზრის მდგომარეობა.

  • სპრინტის მიმოხილვის დროს განხილვების საფუძველზე შეცვალეთ პროდუქტის ბექლოგი.

  • გადახედეთ პროდუქტის ხედვას, ძირითად ღირებულებებს, პროდუქტის მიზანსა და სპრინტის მიზანს.

  • სთხოვეთ დაინტერესებულ მხარეებს შეაფასონ სპრინტის მიმოხილვა, რათა გაიგოთ, რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი