დეველოპერები

სქრამში პროდუქტის შექმნაში კრიტიკულ როლს თამაშობს დეველოპერი. სქრამ დეველოპერი არ არის მხოლოდ კოდის დამწერი, არამედ ისინი არიან მულტიფუნქციური სპეციალისტები, რომლებსაც შეუძლიათ პროდუქტის ინკრემენტის შექმნისათვის საჭირო ყველა დავალების შესრულება.

მოდით განვიხილოთ დეველოპერების როლი სქრამში:

  • სპრინტის დაგეგმვა

    • დეველოპერები აქტიურად არიან ჩართულები სპრინტის დაგეგმვის ღონისძიებაზე სპრინტის ბექლოგის შექმნაში.

    • ისინი თანამშრომლობენ პროდუქტის მფლობელთან, რათა დაადგინონ საკითხების პრიორიტეტულობა და უზრუნველყონ დავალებების შეფასებები.

    • ისინი განსაზღვრავენ, როგორ უნდა შესრულდეს სამუშაო და იღებენ ვალდებულებას, რომ მიაღწევენ სპრინტის მიზანს.

  • ყოველდღიური სქრამი

    • დეველოპერები იკრიბებიან ყოველდღე დროში შეზღუდულ (მაქს. 15 წთ) შეხვედრაზე, რომელსაც ეძახიან ყოველდღიურ სქრამს.

    • ამ შეხვედრაზე ისინი განიხილავენ სპრინტის მიზნისკენ პროგრესს, რა სამუშაო შეასრულეს, რას გეგმავენ დღეს და რა დაბრკოლებებს წააწყდნენ მუშაობის პროცესში.

  • სპრინტის აღსრულება

    • დეველოპერები არიან პასუხისმგებლები პროდუქტის ბექლოგის საკითხის ინკრემენტად გადაქცევაზე, რომელიც პოტენციურად მზად იქნება გასაშვებად.

    • ისინი არიან თვითორგანიზებულნი, რაც გულისხმობს, როგორც კოდის წერას, ასევე დიზაინს, დოკუმენტაციას და ა.შ.

    • ხარისხის უზრუნველყოფა ხდება სხვადასხვა პრაქტიკების გამოყენებით, როგორიცაა წყვილში პროგრამირება, კოდის მიმოხილვა, test-driven დეველოპმენტი, უწყვეტი ინტეგრაცია და ა.შ.

  • თანამშრომლობა

    • დეველოპერები მჭიდროდ თანამშრომლობენ პროდუქტის მფლობელთან მოთხოვნების დასაზუსტებლად.

    • ისინი თანამშრომლობენ სქრამ მასტერთან გუნდში პროცესების ოპტიმიზაციისა და სქრამის წესების დასაცავად.

    • მათ შეუძლიათ ჩართონ დაინტერესებული მხარეები სპრინტის მიმოხილვის დროს, რათა შეაგროვონ მათგან უკუკავშირი.

  • სპრინტის მიმოხილვა

    • დეველოპერები წარუდგენენ სპრინტის განმავლობაში შესრულებულ სამუშაოს პროდუქტის მფლობელსა და დაინტერესებულ მხარეებს.

    • ისინი განიხილავენ რა წავიდა კარგად, რა პრობლემებს წააწყდნენ და როგორ გადაჭრეს ეს პრობლემები.

    • იღებენ უკუკავშირს დაინტერესებული მხარეებისგან.

  • სპრინტის რეტროსპექტივა

    • ყოველი სპრინტის ბოლოს დეველოპერები ახდენენ განვლილ სპრინტზე რეფლექსიას.

    • ისინი განიხილავენ რის გაუმჯობესება შეიძლება და ადგენენ გაუმჯობესების გეგმას მომდევნო სპრინტისთვის.

  • მუდმივი განვითარება

    • დეველოპერებისგან მოელიან, რომ ისინი მუდმივად გაიუმჯობესებენ უნარებს, ხელსაწყოებსა და პროცესებს, რომ აწარმოონ მაღალი ხარისხის პროდუქტი.

    • დეველოპერები აქტიურად მონაწილეობენ გუნდის ქმედითუნარიანობის გაუმჯობესებაში სპრინტიდან სპრინტამდე.

სქრამ დეველოპერები არიან მრავალფუნქციურები და ადვილად ადაპტირდებიან, მათ ხშირად უხდებათ რამდენიმე როლის შესრულება. აქცენტი კეთდება გუნდურ მუშაობაზე, ანგარიშვალდებულებასა და კარგად განსაზღვრული მიზნისაკენ მუდმივ პროგრესზე და არა მკაცრად განსაზღვრულ როლებსა და პასუხისმგებლობებზე.

Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი