სპრინტის მიზანი

 სპრინტის მიზანი არის “ვალდებულება” სპრინტის ბექლოგისათვის. ის ეხმარება სქრამ გუნდს ფოკუსირებაში. სპრინტის მიზანი წარმოადგენს სპრინტის ერთადერთ მიზანს. ის იქმნება სპრინტის დაგეგმარების შეხვედრაზე და შემდეგ ემატება სპრინტის ბექლოგს.

სპრინტის მიზანი წარმოადგენს სპრინტის ამოცანას და ჩარჩოში აქცევს სპრინტის ბევრ ღონისძიებას:

  • ამოცანა: სპრინტის მიზანი უნდა განსაზღვრავდეს რატომ არის სპრინტი ღირებული დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის მომხმარებლებისა და კლიენტებისათვის.

  • სპრინტის დაგეგმვა:

    • სპრინტის მიზანი იქმნება სქრამ გუნდის მიერ სპრინტის დაგეგმვის ღონისძიებაზე. იდეალურ შემთხვევაში, სქრამ გუნდის ყველა დეველოპერი იმუშავებს ისეთ საკითხებზე, რაც მხარს უჭერს სპრინტის მიზანს. ამგვარად, სპრინტის მიზანი წარმოადგენს გამაერთიანებელ ძალას სპრინტსა და გუნდს შორის.

    • სპრინტის დაგეგმვისას შერჩეული PBI-ების მიზანია დაეხმაროს გუნდს სპრინტის მიზნის მიღწევაში

  • ყოველდღიური სქრამი:

    • ყოველდღიურ სქრამზე დეველოპერები აფასებენ თუ რა პროგრესი აქვთ სპრინტის მიზანთან მიმართებაში და შესაბამისად ახდენენ თავიანთი გეგმის ადაპტირებას. მათ შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები შესასრულებელ სამუშაოში, თუმცა არ აქვთ უფლება შეცვალონ სპრინტის მიზანი.

  • სპრინტის მიმოხილვა:

    • სქრამ გუნდი და დაინტერესებული მხარეები განიხილავენ სპრინტის მიზნისკენ განვლილ პროგრესს.

Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი