სპრინტის ბექლოგის ანტიპატერნი

 მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როგორ უნდა შევქმნათ და შევინარჩუნოთ ეფექტური სპრინტის ბექლოგი, რადგან ის წარმოადგენს დეველოპერებისათვის სამუშაოს სახელმძღვანელოს. თუმცა, ხშირად ვხედავთ, რომ სქრამ გუნდები ხვდებიან წარუმატებელ ანტიპატერნებში. ქვემოთ მოცემულია საყოველთაოდ ცნობილი ანტიპატერნები, რომლებიც იმის მაგალითია, თუ როგორ არ უნდა მოვიქცეთ.

ანტიპატერნები სპრინტის მიზნის გარშემო

  • არ გვაქვს სპრინტის მიზანი
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? სპრინტის მიზანი სქრამის მნიშვნელოვანი ასპექტია და მისი გამოტოვება დაუშვებელია.

  • სპრინტის მიზანი არის შერჩეული საკითხების მარტივი აღწერა - ზოგიერთი გუნდი ჯერ ირჩევს ბექლოგიდან შესასრულებელ საკითხებს და შემდეგ ამბობს სპრინტის მიზანს, რომელიც ერგება შერჩეულ დავალებებს, მაშინაც კი თუ ეს დავალებები არ ერთიანდება საერთო თემაში.
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? ამგვარად შექმნილი სპრინტის მიზანი ამცირებს მის ღირებულებასა და მნიშვნელოვნებას. სპრინტის მიზანი არ არის შერჩეული დავალებების მოკლე შინაარსი. პირიქით, შერჩეული დავალებები მხარს უნდა უჭერდნენ სპრინტის მიზანს. სპრინტის მიზანი წარმოადგენს ყოვლისმომცველ ამოცანას, რომელიც ქმნის ერთსულოვნებას სპრინტში შესასრულებელი სამუშაოსთვის.

  • სპრინტის მიზანი იცვლება სპრინტის განმავლობაში
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? დეველოპერები ადაპტირებენ და ცვლიან მიზნის მისაღწევ გზას, მაგრამ სპრინტის მიზანი უნდა დარჩეს უცვლელი სპრინტის განმავლობაში.

ანტიპატერნები შერჩეული სამუშაოსა და PBI-ების გარშემო

  • სპრინტის ბექლოგის განახლება არ ხდება სპრინტის მსვლელობისას - ეს ანტიპატერნი წარმოიქმნება, როდესაც გუნდები ირჩევენ PBI-ების ერთობლიობას სპრინტის დაგეგმვისას და არ ცვლიან მათ სპრინტის დაწყების შემდეგ. ასეთი გუნდები ან არ ახდენენ PBI-ების ადაპტაციას (ამატებენ ან შლიან PBI-ებს) ან არ ახდენენ PBI-ების კონტენტის ადაპტაციას, მას შემდეგ, რაც მოათავსებენ მათ სპრინტის ბექლოგში.
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? სპრინტის ბექლოგი რეალურ დროში უნდა ასახავდეს სპრინტის მიზნისაკენ პროგრესს და PBI-ები უნდა გაიშალონ გუნდის ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, თუ როგორ მიაღწიონ სპრინტის მიზანს.

  • სპრინტის ბექლოგის განახლება ხდება მხოლოდ ყოველდღიურ სქრამზე
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? სპრინტის ბექლოგის განახლება ხდება ყოველდღიურ სქრამზე მსჯელობის შემდეგ, თუმცა დეველოპერებმა ასევე უნდა განაახლონ ბექლოგი, რათა ასახონ მიმდინარე სამუშაოს პროგრესი სამუშაოს შესრულებისას.

  • სპრინტის ბექლოგი არასოდეს შეიცავს გაუმჯობესების დავალებას
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? რეტროსპექტივის დროს გუნდმა უნდა გამოავლინოს რამდენიმე საკითხი, რისი შეცვლაც სურთ მომავალ სპრინტზე, რათა გახდნენ უფორ ეფექტურები. თუ შესაძლებელია ეს საკითხები უნდა დაემატოს სპრინტის ბექლოგს.

  • დაინტერესებული მხარეები ამატებენ ახალ PBI-ებს სპრინტის ბექლოგში
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? სპრინტის ბექლოგი ხილვადი უნდა იყოს დაინტერესებული მხარეებისათვის, თუმცა მათ არ უნდა ჰქონდეთ მისი შეცვლის უფლება. საგანგებო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა მიმართონ პროდუქტის მფლობელს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ მოაგვაროს ეს საკითხი.

  • სპრინტის ბექლოგს ანახლებს მხოლოდ სქრამ მასტერი ან პროდუქტის მფლობელი
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? სპრინტის ბექლოგი იმართება დეველოპერების მიერ. დეველოპერებმა შეიძლება დახმარება სთხოვონ სქრამ მასტერს ან პროდუქტის მფლობელს სპრინტის ბექლოგის მართვაში, თუ ეს დაეხმარება მათ უფრო ეფექტურ მუშაობაში.

  • ვერ ხერხდება დარჩენილი სამუშაოს დადგენა
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? სპრინტის ბექლოგი უნდა ასახავდეს სპრინტში არსებული ყველა სამუშაოს სტატუსს. მასში მითითებული უნდა იყოს დასრულებული სამუშაო, მიმდინარე და დარჩენილი სამუშაოები.

  • ფოკუსირება PBI-ების გადაადგილებაზე სპრინტის ბექლოგში, სამუშაოების გამართვაზე საუბრის ნაცვლად.
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? სპრინტის ბექლოგი არის არტეფაქტი, რომელიც დეველოპერებს ეხმარება სამუშაოს მართვაში. PBI-ების გადაადგილება სპრინტის ბექლოგში უნდა იყოს შესრულებული სამუშაოს შედეგი და არა სპრინტის ფოკუსი.

ანტიპატერნები სპრინტის ბექლოგის ვიზუალიზაციის გარშემო

  • სპრინტის ბექლოგი არ არის საჯარო
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? ბექლოგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი მთელი გუნდისა და დაინტერესებული მხარეებისათვის.

  • სპრინტის ბექლოგის დაფარვა ხელსაწყოებში
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? ცუდად კონფიგურირებული ხელსაწყოები ზოგჯერ ქმნიან პროცესს, რაც უფრო ართულებს სპრინტის ბექლოგის გაგებას. მართვის ხელსაწყოებმა უნდა უზრუნველყონ სპრინტის ბექლოგის გამჭვირვალობა და არა პირიქით.

გუნდური და ორგანიზაციული დისფუნქციები

  • ვალდებულება აღებულია შერჩეულ PBI-ზე და არა სპრინტის მიზანზე
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? სპრინტის დანიშნულებაა სპრინტის მიზნის მიღწევა. ხოლო შერჩეული PBI-ები არის ჰიპოთეზური სამუშაოები, რაც საჭიროა ამ მიზნის მისაღწევად.

  • მენეჯმენტი ფლობს სპრინტის ბექლოგს დეველოპერების ნაცვლად
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? ეს ანტიპატერნი მოიცავს სხვა დისფუნქციებსაც:

    • გუნდის მიკრომენეჯმენტი, ვიდრე თვითმართვადი სქრამ გუნდი;

    • სპრინტის ბექლოგი არ ასახავს რეალურ პროგრესს ან დაბრკოლებებს. მენეჯმენტსა და დეველოპერებს შორის ნდობის ნაკლებობამ შეიძლება შექმნას ატმოსფერო, სადაც სიმართლის ნაცვლად უფრო ოპტიმისტური ხედვაა წარმოდგენილი სამუშაოზე. იმის ნაცვლად, რომ სპრინტის ბექლოგი წარმოადგენდეს წარმატებებისა და გამოწვევების ზუსტ ასახვას, რომელსაც დეველოპერები აწყდებიან სპრინტის მსვლელობისას.

    • ზეწოლა, რომ ფოკუსირება მოხდეს PBI-ების შესრულებაზე, ვიდრე სპრინტის მიზნის მიღწევაზე;

    • ფოკუსირება სპრინტის მეტრიკებზე, როგორიცაა სიმძლავრე და სიჩქარე, ვიდრე მომხმარებელთა შედეგებზე ფოკუსირება.

  • მხოლოდ დეველოპერების სამუშაოა სპრინტის ბექლოგში
    რატომ არის ეს ანტიპატერნი, რომელსაც უნდა ვერიდოთ? ხშირად პროდუქტის მფლობელსა და სქრამ მასტერს აქვთ სამუშაო, რომელიც უნდა გაკეთდეს სპრინტის დროს. ეს სამუშაო ასევე უნდა აისახოს სპრინტის ბექლოგში.

Comments

პოპულარული

სქრამ მასტერი

სპრინტი