სპრინტის ბექლოგის ეფექტურად გამოყენება
კარგად დაორგანიზებული და ეფექტური სპრინტის ბექლოგი ეხმარება ყველას იმის გააზრებაში თუ რისი მიღწევა ან ვერ მიღწევაა შესაძლებელი სპრინტის განმავლობაში.
ეფექტური სპრინტის ბექლოგის შენება იწყება სპრინტის დაგეგმვის ღონისძიებაზე. ღონისძიების ბოლოს:
სქრამ გუნდს აქვს ჩამოყალიბებული სპრინტის მიზანი და დეველოპერებმა აიღეს მისი შესრულების ვალდებულება;
დეველოპერებმა პროდუქტის ბექლოგიდან შეარჩიეს საკითხების სია, რომელიც უნდა შესრულდეს სპრინტის განმავლობაში;
უნდა არსებობდეს მხოლოდ ერთი სპრინტის ბექლოგი. არ უნდა იყოს ცალკე ბექლოგი დეფექტებისთვის ან სხვა დავალებებისთვის;
სპრინტის ბექლოგი უნდა შეიცავდეს ერთ ან ორ დავალებას სპრინტის რეტროსპექტივიდან, რომელზეც გუნდს სურს მუშაობა მოცემულ სპრინტში;
სპრინტის ბექლოგი უნდა შეიცავდეს სამოქმედო გეგმას, როგორ აპირებს გუნდი სამუშაოს შესრულებას და მიზნის მიღწევას.
ამ გეგმის შექმნის ერთ-ერთი გზა არის PBI-ების დაყოფა პატარა ნაწილებად, რაც პროგრესის გამჭვირვალობის საშუალებას იძლევა;
იდეალურ შემთხვევაში, დეველოპერები ამ საქმეს ერთად ასრულებენ. საუბარი გვეხმარება განვსაზღვროთ დამოკიდებულებები ამოცანებს შორის და გამოვავლინოთ დაბრკოლებები, ასევე ხელს უწყობს გუნდის წევრებს შორის უფრო მეტ თანასწორობასა და ურთიერთგაგებას.
სპრინტის ბექლოგს რაიმე კონკრეტული ფორმა არ აქვს. თუმცა, გუნდების უმრავლესობა ამისათვის იყენებს სქრამ დაფას, რომელიც ვიზუალურად წარმოაჩენს პროგრესს, თითოეული PBI-ის სტატუსის ჩვენებით. სტატუსები უმეტესად გვაქვს “To Do,” “In Progress,” და “Done.”
ყოველდღიურ სქრამზე გუნდი ფოკუსირებულია სპრინტის მიზნისკენ გაწეულ პროგრესზე და ასევე განიხილავენ სპრინტის ბექლოგის კორექტირების საჭიროებას. კორექტირება მოიცავს პროდუქტის ბექლოგის ელემენტების დამატებას, ამოღებას, გაყოფასა და დაშლას. ეს კორექტირება ძირითადად ხდება ყოველდღიური სქრამის დასრულების შემდეგ.

Comments
Post a Comment